
|
|
|
ალან ჟონე ხელმძღვანელობს კრუასანების მიმართულებას. ორი შვილის მამა დიპლომირებული კულინარია საცხობების დარგში; პროფესიის არჩევაზე დიდი დრო არ დაუხარჯავს, იგი ტრადიციული, კულინარების ოჯახიდანაა. ბევრს მოგზაურობს და კარგად იცნობს სხვა და სხვა ქვეყნის სამზარეულოს. ქართულ სამზარეულოდან მოსწონს ხინკალი, ხაჭაპური, ქართული მწვადი და სალათები; საკუთარი თავისთვის უყვარს შემწვარი ქათამის მომზადება ლობიოსთან და არაჟანთან ერთად ან სპაგეტი სპეციალური სოუსით; ფრანგული სამზარეულოდან მისი საყვარელი კერძია ”პოულე აუ პოტ” (ერთ-ერთი უძველესი კერძი, რომლის მომზადების წესი ჰენრი IV-ის დროიდანაა ცნობილი) და ხბოს ხორცი ნაღებში; თბილისში თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს და მას რესტორნების სტუმრობაში ატარებს; ძალიან მოსწონს ძველი თბილისი, ქართველი ხალხის თავაზიანობა და ღირებულებები, რაც მისი თქმით საფრანგეთში 50 წლის წინ გაქრა; მიაჩნია რომ ”ანტრე”-ში საკმაოდ დიდი არჩევანია, თუმცა მუდმივად დახვეწის პროცესშია, რათა მომხმარებელს ხშირად შესთავაზოს სიახლეები.
|
|
|
|
|
|
|
ქსავიერ ჟერარდინი საკონდიტრო მიმართულების ხელმძღვანელი 30 წლის დიპლომირებული კულიარი საკონდიტრო (ნაყინები, საცხობები, კანფეტები) დარგში; ვიდრე პროფესიული კულინარი გახდებოდა, მშობლებთან ერთად, სახლში ხშირად ამზადებდა კერძებს; თავისთვის დღესაც იმზადებს პასტას უგემრიელესი სოუსებით, თუმცა ფრანგული სამზარეულოდან ძალიან უყვარს შემწვარი იხვი სუნელებით და შესაბამისი სოუსით; ქართული სამზარეულო კი მოსწონს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ასუქებს, თუმცა იქვე აღნიშნავს რომ ლობიო მისი საყვარელი კერძია; თავისუფალ დროს უყვარს ფეხით სიარული, თბილისში მოსწონს შარდენის უბანი, პარიზში კი - სადაც ბევრი მეგობრები ჰყავს, ბასკურ მხარეში ატარებს თავისუფალ დროს. მიიჩნვს რომ ”ანტრე”-ში პროდუქციის საკმაოდ ფართო არჩევანია და ქართველები მიუხედავად ჩამოყალიბებული გემოვნებისა და ჩვევებისა, სასურველია რომ უფრო თავისუფლად და თამამად აგემოვნებდნენ სიახლეებს.
|
|

|