|
|
|
2008 წლის 2 დეკემბერს, თბილისში ჩვენ საფუძველი დავუდეთ საქართველოსთვის კაფეტერიების სრულიად ახალი ტიპის ქსელის "ანტრე"-ს ფუნქციონირებას. ჯერჯერობით თქვენ იცნობთ ჩვენი ქსელის ოთხ ობიექტს: ვაკეში (ი.აბაშიძის და თაქთაქიშვილის კუთხე), ვერაზე (ც.პეტრიაშვილის ქუჩაზე), რუსთაველის გამზირზე და პეკინის ქუჩაზე; რომლებიც ყურადღებას იპყრობენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ჩვენს მიერ შექმნილი ორიგინალური, საფირმო იერის მქონე "ანტრეს" კაფეტერიები. ფრანგ პარტნიორებთან ერთად ჩვენი მცდელობა მიმართული იყო იქითკენ, რომ პროდუქციის ასორტიმენტით, მენიუთი, კაფეტერიების ექსტერიერით და ინტერიერით, სერვისით და თვით იქ დასაქმებული ადამიანებით "ანტრე"-ს ბრენდის ობიექტები გვექცია საქართველოში ფრანგული კულინარიის და გასტრონომიის ერთგვარ კუნძულებად. "ანტრეს" პროდუქცია მზადდება მაღალკვალიფიცირებული ფრანგი შეფ-მზარეულების ზედამხედველობით. ფრანგული პურ-ფუნთუშეულის, ღვეზელების, სენდვიჩების, სუპების, სალათების, საკონდიტრო ნაწარმის და ნაყინის გარდა, დილის 8-დან 11 საათამდე ჩვენ გთავაზობთ ევროპულ, ამერიკულ, ბრიტანულ და სხვა კლასიკურ საუზმეებს. ყველა ამ გემრიელი, ჯანმრთელი პროდუქტის დაგემოვნება შეგიძლიათ როგორც 'ანტრეს" მყუდრო, სიგარეტის კვამლისა და ალკოჰოლისგან თავისუფალ, თანამედროვე კაფეტერიაში, ისე მის გარეთ - სახლში, ოფისში, პიკნიკზე. ამის საშუალებას იძლევა 'ანტრეს" ნებისმიერი პროდუქტისთვის, მათ შორის ცხელი სასმელებისა და სუპებისათვის ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური შეფუთვის ფორმები. "ანტრე"-ს ქსელი ვითარდება და ახალი ობიექტების შერჩევისას ჩვენ პირველ რიგში, მაქსიმალურად ვითვალისწინებით ადამიანურ ფაქტორს. 'ანტრეს" ბრენდის შემუშავებისას ჩვენ ვეფუძნებოდით იმ პრინციპს, რომ საფრანგეთთან ასოცირებულ ისეთ ტრადიციულ სიმბოლოებთან ერთად, როგორებიც არის ბორდოს ვენახები, "ჟიტანის" კვამლი, ეიფელის კოშკი, მულენ რუჟი, პარფიუმერია და ა.შ., ღირსეული ადგილი უჭირავს პურ ბაგეტს, კრუასანს და ჩვენი კაფეტერიის სხვა პროდუქციას. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე დილის 8-დან საღამოს 22 საათამდე. ანტრე - შესრულებულია გემოვნებით! |